საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები შოფინგ ბლოგზე

SHOP.USA2GEORGIA.com

USA2GEORGIA: შოფინგ ბლოგი

1.8.11

SALE! SALE! SALE!

უკვე ბევრ ცნობვილ ონლაინ მაღაზიაში დაიწყო საზაფხულო ფასდაკლებები. ჩვენ პერიოდულად განვათავსებთ ინფორმაციას ჩვენს შოფინგ ბლოგზე.
ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფასდაკლება აქვს Victoria's secret–ს სადაც შეგიძლიათ იხილოთ 150-ზე მეტი სახეობის ტანისსამოსი მისაღებ ფასად.
ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი... მაისურები, სარაფნები, შარვლები... ყველაფერი იმისათვის, რომ გაილამაზოთ ზაფხულის სეზონი.

15.12.10

იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის.
შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com
ეს მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ორიგინალი ბრენდების სიმრავლით, თუმცა ფასებიც შესაბამისია და არაორიგინალ პროდუქტში არც ისე ძვირს ითხოვენ. საიტი მოხმარების მხრივ ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაადვილებულია ძებნის ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ მიუთითოთ ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობის პარამეტრი და ისიც კი, რა ფასების ფარგლებში გაინტერესებთ.

2.12.10

საახალწლო სამზადისი

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შობა-ახალი წლის სამზადისი დაიწყო, თბილისიც უკვე მორთულია საახალწლო განათებებით. ამ ყველაფერს ონლაინ მაღაზიები უკვე შეუერთდნენ და amazon.com-მა Christmas Corner-იც გახსნილად გამოაცხადა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნაძვის ხიდან დაწყებული, საჩუქრებით დამთავრებული ყველანაირი პროდუქცია. რაც უფრო მალე დაიჭერთ თადარიგს, მით უფრო მომზადებული შეხვდებით დღესასწაულს.

საშობაო განყოფილება კატეგორიებად არის დაყოფილი: ნაძვის ხეები, გირლანდები, საახალწლო განათება, ნაძვის ხის აქსესუარები, მუსიკა, ფილმები, წიგნები, ჭურჭელი, საშობაო ნამცხვრების ფორმები, ტანსაცმელი და სამკაულიც კი:


28.11.10

ონლაინ მაღაზიების მიმოხილვა - forever21.com, urbanog.com

ონლაინ მაღაზიებიდან, რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ვეცდებით დროდადრო მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა მაღაზიების შესახებ. ამ პოსტში კი ორ მათგანს შევეხებით, რომლებიც ძირითადად ტანისამოსზე კონცენტრირდებიან.

http://www.forever21.com/

forever21 საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა და ხშირად სარგებლობენ ქართველი მომხმარებლები. ფასები საკმაოდ დაბალია, რაც ხარისხზე არ აისახება და ყოველთვის გამძლეობით გამოირჩევა მათი პროდუქტი.

24.11.10

მადლიერების დღე და ფასდაკლებები

მადლიერების დღე — დღესასწაული, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღმერთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.

მადლიერების დღე კანადაში აღნიშნება 25 ოქტომბერს, ხოლო, შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს.

უამრავმა მაღაზიამ გამოაცხადა ფასდაკლება 25 ნოემბრისთვის, მათ შორის amazon-მა. იხილეთ აქცია Black Friday

22.11.10

Amazon Kindle - ყველა წიგნი ერთ წიგნში

ცნობილმა და ყველაზე დიდმა ონლაინ მაღაზიამ, amazon.com-მა 3 წლის წინ გამოუშვა საკუთარი პროდუქცია - Amazon Kindle. ეს არის ელექტრონული წიგნების საკითხავი საშუალება, რომელიც გაყიდვაში გამოსვლიდან დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ნომერ პირველი გაყიდვადი პროდუქტია ამაზონის ისტორიაში. ახლავს 5 ვარსკვლავიანი შეფასება, სადაც სხვადასხვა ცნობილი კომპანიები ახასიათებენ მას, როგორც ელექტრონული წიგნების ბაზარზე საუკეთესოს, ადარებენ apple-ს iPad-ს და ამბობენ, რომ Kindle საუკეთესოა!