საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები შოფინგ ბლოგზე

SHOP.USA2GEORGIA.com

USA2GEORGIA: შოფინგ ბლოგი

15.12.10

იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის.
შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com
ეს მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ორიგინალი ბრენდების სიმრავლით, თუმცა ფასებიც შესაბამისია და არაორიგინალ პროდუქტში არც ისე ძვირს ითხოვენ. საიტი მოხმარების მხრივ ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაადვილებულია ძებნის ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ მიუთითოთ ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობის პარამეტრი და ისიც კი, რა ფასების ფარგლებში გაინტერესებთ.

28.11.10

ონლაინ მაღაზიების მიმოხილვა - forever21.com, urbanog.com

ონლაინ მაღაზიებიდან, რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ვეცდებით დროდადრო მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა მაღაზიების შესახებ. ამ პოსტში კი ორ მათგანს შევეხებით, რომლებიც ძირითადად ტანისამოსზე კონცენტრირდებიან.

http://www.forever21.com/

forever21 საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა და ხშირად სარგებლობენ ქართველი მომხმარებლები. ფასები საკმაოდ დაბალია, რაც ხარისხზე არ აისახება და ყოველთვის გამძლეობით გამოირჩევა მათი პროდუქტი.

22.11.10

Amazon Kindle - ყველა წიგნი ერთ წიგნში

ცნობილმა და ყველაზე დიდმა ონლაინ მაღაზიამ, amazon.com-მა 3 წლის წინ გამოუშვა საკუთარი პროდუქცია - Amazon Kindle. ეს არის ელექტრონული წიგნების საკითხავი საშუალება, რომელიც გაყიდვაში გამოსვლიდან დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ნომერ პირველი გაყიდვადი პროდუქტია ამაზონის ისტორიაში. ახლავს 5 ვარსკვლავიანი შეფასება, სადაც სხვადასხვა ცნობილი კომპანიები ახასიათებენ მას, როგორც ელექტრონული წიგნების ბაზარზე საუკეთესოს, ადარებენ apple-ს iPad-ს და ამბობენ, რომ Kindle საუკეთესოა!