საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები შოფინგ ბლოგზე

SHOP.USA2GEORGIA.com

USA2GEORGIA: შოფინგ ბლოგი

13.4.15

შემეცნებითი სათამაშოები თქვენი პატარებისთვის

გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ სათამაშოების მწარმოებელ კომპანია Elenco-ზე, რომელიც როგორც პატარებს, ასევე მოზარდებს ძალზედ საინტერესო საგანმანათლებლო სათამაშოებს სთავაზობს.

ასაწყობი ელექტო კონსტრუქტორი

ეს არის კონსტრუქტურის ტიპის ასაწყობი სათამაშო, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად ააწყოთ სხვადასხვა სირთულის ელექტრონული სქემები, მაგ.: FM რადიო, სიგნალიზაცია, კარების ზარი, ხმის ჩამწერი და სხვა მრავალი. სათამაშოს მოყვება ინსტრუქცია 750-მდე მსგავსი ელექტრო სქემის.

სათამაშო კონსტრუქტორში 80-მდე სხვადასხვა დეტალია, რომლებიც ერთმანეთში მარტივად ჯდება და ის განკუთვნილია 8 წლის ზევით ბავშვებზე.


ასაწყობი პულტიანი მანქანა

ეს არის კონსტრუქტორი მანქანა, რომელიც იმართება პულტით, ანათებს, გამოსცემს სხვადასხვა ხმოვან სიგნალებს და მოძრაობს ოთხივე მიმართულებით. კონსტრუქტორი 30 ნაწილისგან შედგება რომელთა დახმარებით დამატებით კიდევ 23 სხვა სქემის აწყობა შეიძლება, მაგ.: მორზეს ანბანის გენერატორი, ელექტრო გენერატორი, წყლის სენსორი და სხვა.

ასევე, იხილეთ Elenco-ს სხვა სათამაშოები Amazon-ზე.

No comments:

Post a Comment