საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები შოფინგ ბლოგზე

SHOP.USA2GEORGIA.com

USA2GEORGIA: შოფინგ ბლოგი

14.4.15

ფიტნეს შოფინგი

საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ფიტნესი, გაიხსნა ათეული სპორტ-დარბაზი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდრევართა რაოდენობა დღითიდღე მატულობს და ბოლო პერიოდში ეს თემა უკვე მოდურიც კი გახდა.

ცნობილია, რომ დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს დარბაზში ან ბუნებაში ერთი საათი ვარჯით ორგანიზმს საუკეთესო განწყობილებას აჩუქებთ, თავიდან აიცილებთ ჭარბ წონას, მოშვებულ კუნთებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარჯიშიდან უფრო მხნე და ენერგიული გამოდიხართ.


ტანსაცმელი


გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ე.წ. Dri-FIT ტექნოლოგიით დამზადებულ ტანსაცმელზე, რომელიც პირველად Nike-მა შეიმუშავა. ამ მატერიით დამზადებული ტანსაცმელი ადვილად იწოვს სისველეს და ინტენსიურად აორთქლებს მას ტანსაცმლის ზედაპირიდან სპეციალური მიკრო-ფორების დახმარებით. შესაბამისად კანი მშრალი გრჩებათ, რაც ერთი-ორად კომფორტულს ხდის ვარჯიშს.

იხილეთ ამ ტექნოლოგიით დამზადებული სხვადასხვა ტანსაცმელი, მათ შორის:
მაისურები , შორტები, წინდები და ა.შ.




ელექტრონული მოწყობილობები



ინტენსიური ვარჯიშისას განსაკუთრებით კომფორტული იქნება ბლუტუს ყურსასმენი. ის მარტივად უერთდება ნებისმიერ ტელეფონს  და საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას ვარჯიშისას. ყურსასმენი იტენება USB-ზე, იწონის სულ რაღაც 50 გრამს და უზრუნველყოფს მრავალსაათიან უწყვეტ მუშაობას.

საკმაო პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ფიტნეს "თრექერები", იგივე- ფიტნეს აქტივობების აღმრიცხველი მოწყობილობები.  მაგ.: Fitbit მაჯაზე გასაკეთებელი მოწყობილობა. ეს მოწყობილობა დაგითვლით ნაბიჯებს, გავლილ მანძილს, კალორიებს, ასევე ნახავთ თუ რამდენი საათი გეძინათ, ხოლო მაღვიძარა ვიბრაციით გაგაღვიძებთ სასურველ დროს, ისე, რომ სხვა არ შეაწუხოთ. მოწყობილობა უკავშირდება სმარტფონს და მარტივი აპლიკაციით ხდება მისგან ინფორმაციის წაკითხვა. არსებობს ამ მოწყობილობის სხვადასხვა მოდიფიკაციები, პულსის გაზომვის ოფციით და სხვა... სურვილის მიხედვით შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ სასურველი მოდელი.


ასევე, არ დაივიწყოთ, რომ ვარჯიშისას ძალზედ მნიშვნელოვანია სითხის ინტენსიური მიღება. ინსტრუქტორთან ერთად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ამინო-მჟავების თუ პროტეინების კოქტეილები ან სულაც დალიოთ უბრალო წყალი, რისთვისაც ლამაზი და მოსახერხებელი "ბლენდერი" გამოგადგებათ.

გისურვებთ ჯამრთელობას!

No comments:

Post a Comment