საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები შოფინგ ბლოგზე

SHOP.USA2GEORGIA.com

USA2GEORGIA: შოფინგ ბლოგი

30.4.15

ეზოს მოვლის საშუალებები

გაზაფხულზე სულ უფრო აქტუალური ხდება ეზოს მოვლის საშუალებები. გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ რამოდენიმე საინტერესო მოწყობილობაზე.

კომპანია Greenworks-ის ელექტრო ცელი

ეს არის კომპაქტური და მოსახერხებული ელექტრო ცელი (იგივე ბალახის სათიბი), რომელიც აკუმულატორზე მუშაობს და იწონის სულ რაღაც 2.5კგ-ს.

ელექტრო ცელით შეგიძლიათ მარტივად გაკრიჭოთ მინდორი, რთულად მისადგომი ადგილები ეზოში და შეალამაზოთ ბალახი ბილიკების გასწვრივ.
ელექტრო-ცელს კომპლექტში მოყვება 1 ცალი აკუმულატორი და დამტენი (მუშაობს 220 ვოლტზე).

ქარიშხალი და მტვერსასრუტი ერთად

კომპანია Greenworks-ის ძალზედ მოსახერხებელი და საინტერესო მოწყობილობაა - "ქარიშხალი" და ვაკუუმური შემწოვი. ეს არის ერთი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ორივე რეჟიმში.

ქარიშხალი  - ანვითარებს წარმოუდგენელი სიმძლავრის "ქარიშხალს" რომელიც თქვენი ეზოდან მყისიერად მოგაშორებთ ფოთლებსა თუ გაკრეჭილ ბალახს ან მარტივად შეგაგროვებინებთ მათ ერთ ადგილას.

ვაკუუმური შემწოვი - ეს არის იგივე ძლიერი "მტვერსასრუტი" თქვენი ეზოსთვის. ის ძალზედ ეფექტურად იწოვს ეზოში დაყრილ ხმელ ფოთლებსა თუ ბალახს და მათ სპეციალურ ტომარაში აგროვებს.  (იხილეთ ვიდეო ამაზონის ბმულზე)

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს მოწყობილობა იგივე აკუმულატორზე მუშაობს რაზეც ელექტრო ცელი. ამიტომ აკუმულატორის და დამტენის ყიდვა აღარ მოგიწევთ.

არსებობს Greenworks-ის სხვა მოწყობილობებიც, რომელიც იგივე აკუმულატორით და დამტენით მუშაობს, მაგ.: მინდვრის საკრეჭი, ტოტების შესაჭრელი, ელექტრო-ხერხი, ელექტრო კულტივატორი და სხვა... იხილეთ ბმული

სარეველების ამოსაძრობი

თუ თქვენ დაიღალეთ სარეველა ბალახებთან ბრძოლით, ეს ხელსაწყო თქვენთვისაა. კომპანია Fiscars-ის ეს კომპაქტური ხელსაწყო დაზოგავს თქვენს დროსა და ნერვებს, ხოლო სარეველებთან ბრძოლას სახალისოს გახდის. ის მარტივია და მისი გამოყენება 6 წლის ბავშვსაც კი შეუძლია. საჭიროა მხოლოდ სარეველა ბალახზე მისი ჩარჭობა და გადატრიალება,ხელსაწყო კი სარეველას ფესვიანა ამოგლეჯს.


No comments:

Post a Comment